თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ერაყში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ირანის მოკავშირე სამხედრო დაჯგუფებებმა შესაძლოა, მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში თავდასხმები განახორციელონ ბაღდადის ცენტრში. საელჩო ამერიკელებს ქვეყნის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მათ შესაძლოა, განზრახული ჰქონდეთ აშშ-ის მოქალაქეების, ბიზნესების, უნივერსიტეტების, დიპლომატიური დაწესებულებების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, აეროპორტებისა და სხვა ადგილების, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ასოცირებულად მიიჩნევა, ასევე ერაყის ინსტიტუტებისა და სამოქალაქო სამიზნეების მიზანში ამოღება. ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ამერიკელები მიზანში, გატაცების მიზნით ამოიღეს. აშშ-ის მოქალაქეებმა ერაყი ახლავე უნდა დატოვონ“, – აღნიშნულია ერაყში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.