4 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს
1737646651
საახალწლო დღეებში ბედნიერების, ხალისის და დროის მხიარულად გატარების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მრავალფეროვანი და გემრიელი საახალწლო სუფრაა. სწორედ ამიტომ ახალი წლის შემდგომ დღეებში „მძიმე“ დღეები დგება - ვითვლით უხვად მიღებულ კალორიებს, ჭარბ კილოგრამებს და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ვნანობთ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ასახულ სიმსუნაგეს.
ამის მიუხედავად, ახალი წლის დღეებში მკაცრ ნუტრიციოლოგიურ შეზღუდვებზე საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება. სასურველია, დავიცვათ ოქროს შუალედი ისე, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა და ამასთან არც ჩვენს საახალწლო განწყობას შევუშალოთ ხელი.
ახალი წლის შემდგომ მხოლოდ წონის მატება არაა გასათვალისწინებელი. ჭარბი და არაგონივრული კვების შედეგად, მომატებული კილოგრამების გარდა, შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, როგორიცაა სისხლში შაქრის დონისა თუ არტერიული წნევის მატება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამწვავება (როგორიცაა მაგალითად ნაღვლის ბუშტის, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები ) და ა.შ. ამიტომ ახალ წელს უნდა ვიკვებოთ გონივრულად არა მხოლოდ წონის შენარჩუნების მიზნით, არამედ, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით. მინიმალური შეზღუდვებით და გონივრული კვებით ამის მიღწევა შესაძლებელია.
სასურველია ახალი წლის დღეებში სუფრას მივუსხდეთ მსუბუქად დანაყრებულები. თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე და მსუბუქად წავიხემსებთ, შემდეგ სადღესასწაულო სუფრაზე აღარ მოგვიწევს დიდი რაოდენობით საკვების ერთიანად მიღება.
მოვერიდოთ „ფუჭ“ კალორიებს. გაზიანი სასმელები ძალიან მაღალკალორიულია და ალბათ დამეთანხმებით, 1 ჭიქა გაზიან ლიმონათს ბევრად გირჩევნიათ მიირთვათ მაგალითად 1 ნაჭერი გემრიელი ხაჭაპური. გარდა მაღალი კალორაჟისა, გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა, ქმნის გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითების რისკებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ორგანიზმის ადეკევატური ჰიდრატაცია - წყლის მიღება. წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს მადას, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების განეიტრალებაში.
ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ საკმაოდ გასათვალისწინებელი ფსიქოლოგიური ფაქტორია ჭურჭლის ზომა, რომელსაც საკვებისთვის ვიყენებთ. თუ კერძის ულუფას პატარა თეფშზე გადმოვიღებთ, უფრო ნაკლებს მივირთმევთ, ვიდრე დიდი თეფშის შემთხვევაში. არაერთმა კვლევამ აჩვენა რომ საკვები თეფშის ზომის შემცირება მიღებულ საერთო კალორაჟს მნიშვნელოვნად ამცირებდა პაციენტებში.
თუ თავს უფლებას მივცემთ, სადღესასწაულო პერიოდში თამამად ვიკვებოთ, შემდეგ დღეებში სასურველია მოვაწყოთ ე.წ. „განტვირთვის დღეები“ - ჰიპოკალორიული კვება, რაც წყლის დიდ რაოდენობას, ასევე მაგალითად დაბალკალორიულ რძის პროდუქტებსა და ხილს მოიცავს. ამგვარად დავეხმარებით ორგანიზმს გავანეიტრალოთ წინა დღეებში მიღებული კალორიები.
სადღესასწაულო დღეების შემდგომ სასურველია მალე დავუბრუნდეთ ან ჩავრთოთ ყოველდღიურობაში დოზირებული ვარჯიში, სირბილი, ცურვა და ა.შ. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც შეიმჩნევა ფიზიკური აქტივობის მიმართ ინტერესის ზრდა, რაც მეტად სასიხარულოა.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
4 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს
1737646651