გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელური გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ ოქტომბერს დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცივწყარო, ანანური, ზოტიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში;
12:25-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, ნაფეტვრებში, ლისზე, აგარაკებში, მსხალდიდში და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საგურამო, ახალსოფელი, ტყანჭიქედი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.