„ადამიანს მზისგან დამწვრობა 10 წუთში უვითარდება...“ - ექიმი დამცავი საცხების აუცილებლობაზე საუბრობს

ლოსიონი

ექიმი გიორგი ოდიშვილი სოციალურ ქსელში მზისგან დამცავი კრემების მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ SPF-ის მაჩვენებელი პროცენტულობას არ უკავშირდება.

მისი თქმით, ეს ინდიკატორი აჩვენებს, რამდენჯერ უფრო დიდხანს შეუძლია ადამიანს მზეზე ყოფნა დამწვრობის მიღების გარეშე.

„თუ დამცავი კრემის გარეშე ადამიანს მზისგან დამწვრობა 10 წუთში უვითარდება, SPF 30 ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მას 30-ჯერ უფრო ხანგრძლივად, ანუ დაახლოებით 300 წუთის განმავლობაში შეუძლია მზეზე გაჩერდეს.

SPF 50-ის შემთხვევაში ეს დრო 500 წუთამდე იზრდება, ხოლო SPF 100-ის შემთხვევაში – 1000 წუთამდე,“ – განმარტავს ექიმი.