9 სიმპტომი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ მაგნიუმის ნაკლებობა გაქვთ - ექიმის გაფრთხილება

სტრესი

მაგნიუმი არის მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. მაგნიუმის ფუნქციები მოიცავს კუნთებისა და ნერვების ფუნქციონირებას, არტერიული წნევის რეგულირებას და იმუნური სისტემის მხარდაჭერას.

მაგნიუმის დაბალი დონის დროს, ტვინის სისხლძარღვები ფართოვდება, რაც იწვევს უსიამოვნო განცდას. როცა მაგნიუმის დეფიციტი აღმოიფხვრება, სისხლძარღვები სწორად მუშაობს და ტკივილიც არ შეგაწუხებთ.

ტკბილის მიმართ მისწრაფება

თუ გაქვთ ძლიერი მიზიდულობა, ჭამოთ რაიმე ტკბილის სახით, ე.ი. თქვენ გაკლიათ მინერალები ორგანიზმში, უმეტესად მაგნიუმი. ჯანმრთელ ადამიანებში ტკბილის მიმართ მისწრაფება ხდება ქალებში ციკლის დროს, ხოლო მამაკაცებში ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. ორივე შემთხვევაში, ორგანიზმიდან გამოდის მაგნიუმი და ამიტომ შაქრის მიმართ მისწრაფება იზრდება, სხვა შემთხვევაში მაგნიუმის უკმარისობა გაწუხებთ.

ტკივილი და სპაზმი კუნთებში
კუნთების კრუნჩხვა და სპაზმი შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული. თუ ხშირად განმეორდება, ეს მაგნიუმის ნაკლებობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. მათგან გათავისუფლებას ხელს უწყობს არა მხოლოდ ამ ელემენტით შევსება ორგანიზმის, ასევე ვიტამინების კომპლექსი- B, E და D .

უძილობა
მაგნიუმის ნაკლებობა ასევე იწვევს უძილობას. ეს ნივთიერება პასუხისმგებელია ტვინის დასვენებაზე და მშვიდ ძილზე. შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა ფეხების კრუნჩხვა, რაც უძილობის ფონზე მიმდინარეობს.

ძვლების დაავადებები
მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს ძვლების სისუსტეს, რაც ბევრჯერ მოტეხილობებით მთავრდება. კალციუმის დაბალი დონე იწვევს მაგნიუმის ნაკლებობასაც. ამიტომ კალციუმით უნდა დავიწყოთ ორგანიზმის მომარაგება.

მჟავა რეფლუქსი
მაგნიუმის დეფიციტის დროს, გადაუმაშავებელი საკვები და ასევე კუჭის მჟავა მოდის საყლაპავამდე.

აპათია და სტრესი
ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის და ასევე ორგანიზმის დასვენებისთვის მაგნიუმს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი უკმარისობა წვევს სტრესსა და დეპრესიასაც კი.

ყაბზობა ყაბზობის მიზეზი უამრავია: დაწყებული სტრესიდან, მაგნიუმის უკმარისობით დამთავრებული. მაგნიუმის უკმარისობა საკვების გადამუშავებაზეც მოქმედებს უარყოფითად. ის იწვევს ნაწლავის ფუნქციის გაუარესებას და შესაბამისად, ყაბზობას.

დაღლილობა ენერგია უჯრედებში აკუმულირდება მაგნიუმის მონაწილეობით. თუ ის საკმარისი არაა, უჯრდებები ვერ გამოყოფს ენერგიას, რომელიც აქტიური ცხოვრებისთვის არის საჭირო. ამის გამო ადამიანს აქვს ასეთი სიმპტომები: დაღლილობა, უძალობა, აპათია და სიზარმაცე.

რომელი პროდუქტებია მდიდარი მაგნიუმით

სათანადოდ შერჩეული კვება ავსებს ორგანიზმს ყოველდღიურად საჭირო ნივთიერებებით.

შემდეგი პროდუქტები ხელს შეუწყობს მაგნიუმის დონის ნორმალიზებას: მარცვლეული; კაკალი; ახალი ხილი და გამხმარი ხილი; მწვანილი; თევზი