6 მთავარი მიზეზი, თუ როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს

ფფ

ბავშვთა კარდიოლოგი, ხათუნა ლოლაძე, 6 მთავარ მიზეზს ასახელებს, თუ როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს. 

  1. თუ ჩვენ გვინდა, რომ მივიყვანოთ ბავშვი სპორტზე, აუცილებელია გამოვიკვლიოთ გული, რასაკვირველია, ეს იმისთვის, რომ გამოირიცხოს გულის თანდაყოლილი მანკი.
  2. თუ ბავშვს აღენიშნება ცხვირ-ტუჩის სილურჯე.
  3. თუ ბავშვს აქვს გაძლიერებული გულისცემა.
  4. ან პირიქით, თუ აქვს შენელებული გულისცემა.
  5. თუ ბავშვს აღენიშნება დაღლილობა ფიზიკური აქტივობის დროს. 
  6. და ბოლოს, თუ ხშირად ცივდება პატარა, აუცილებლად უნდა მივმართოთ კარდიოლოგს.