1732386875
6 ჩვევა, რომელიც ტვინზე უარყოფითად მოქმედებს
ნახეთ, 6 ჩვევა, რომელიც ტვინზე უარყოფითად მოქმედებს:
1) ცხოვრების უმოძრაო წესი
ბოლოს და ბოლოს, ადამიანებმა გაიგეს, რომ ოფისში 8 საათი ჯდომა არაფრით სჯობს ქარხანაში ცვლაზე დგომას, ყოველ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობაზე მოქმედების (გავლენის) გრძელვადიან ეფექტებს.უმოძრაო ცხოვრების წესი არის გულის დაავადებებისა და სიმსუქნის განვითარების, დეპრესიის გამომწვევი და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების ერთ-ერთი საშუალება. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი ცვლის თავის ტვინში გარკვეული ნეირონების ფორმას და ეს უმოქმედობასა და კოგნიტურ უნარ-შესაძლებლობათა გაუარესებას შორის კავშირზე მიუთითებს.
პირიქით, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გააუმჯობესოს გონებრივი შესაძლებლობები. შესაბამისად, ის, ვინც დიდ დროს ატარებს სპორტულ დარბაზში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „გასულელდეს“, ვიდრე „ინტელექტუალი“, რომელიც დღედაღამ კომპიუტერულ თამაშებშია ჩაფლული.
2) ინფორმაციით გადატვირთვა
ადრე გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ტვინზე უარყოფითად მოქმედებს მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაცია, ინტელექტუალური წვრთნის (ვარჯიშის) ნაკლებობა. თავის მხრივ, ტვინზე დატვირთვა აუმჯობესებს კოგნიტურ შესაძლებლობებს. დღეს ეს აზრი შეიცვალა. ახლა ითვლება, რომ ინფორმაციის უზარმაზარმა მოცულობამ, რომელსაც ჩვენ რეგულარულად ვიღებთ ინტერნეტიდან, ტელევიზიიდან და სხვა წყაროებიდან, შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და სტრესი, რაც იწვევს გადატვირთვას. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ინფორმაციის მუდმივი ნაკადის გავლენის (ზემოქმედების) ქვეშ არიან, კარგავენ დაახლოებით IQ-ს 10 პუნქტს მნიშვნელოვან ამოცანებზე. ამასთან, როდესაც საუბარია ტვინის გადამტვირთავ ინფორმაციაზე, იგულისხმება არა მხოლოდ გასართობი კონტენტები, რომლებიც დამაჩლუნგებლად ითვლება, არამედ სასარგებლო მონაცემებიც (ინფორმაციებიც). რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? აუცილებელია ინფორმაციის ზომიერად მოხმარება და არ არის საჭირო გონების ერთდროულად ყველაფრით გადავსება.
3) ყურსასმენების ტარება
პრობლემა არა იმდენად ყურსასმენებია, რამდენადაც ადამიანების სურვილი, ისიამოვნონ რაც შეიძლება მაღალი ხმებით. ეს გასაგებია, რადგან დიდ ქალაქში ცხოვრებისას შეუძლებელია კომპოზიციაში სრულად ჩაძირვა, თუ მას საკმარისად ხმამაღლა არ მოისმენ. მეცნიერები განმარტავენ: თუ ადამიანი ხშირად უსმენს ხმამაღალ მუსიკას, ისევე როგორც სხვა ბგერებს, შეიძლება სმენა დაკარგოს. როგორც ჩანს, რაღაც კავშირია სმენის დაქვეითებას, მის დაკარგვასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის. სპეციალისტები იმასაც აცხადებენ, რომ სმენის დაქვეითება შესაძლოა უკავშირებდებოდეს ხანდაზმულ ასაკში ფსიქიკურ დაავადებებს, როგორებიცაა ტვინის ქსოვილის დაკარგვა და ალცჰაიმერის დაავადება.
საქმე ისაა, რომ ტვინი მუდმივად ცდილობს გარშემო არსებული ვითარების გაანალიზებას, მათ შორის, სმენის საშუალებითაც. მაგრამ თუ ადამიანი მუდმივად უსმენს ხმამაღალ მუსიკას, ის სრულად ვერ აფასებს გარემოს და მნიშვნელოვან სამეტყველო ხმებს, არ შეუძლია მეხსიერებაში მოსმენილის შენარჩუნება-შენახვა. ეს და სხვა ფაქტორები კი იწვევს კოგნიტურ შესაძლებლობათა გაუარესებას. ისმის კითხვა, როგორი უნდა იყოს ხმა, რომ არ დააზიანოს სმენა და ტვინი? მისი დაყენება მარტივად შეიძლება: აიღეთ ყურსასმენები ჩართული მუსიკით და დაიჭირეთ თქვენ წინ გამართული ხელებით. თუ მუსიკის ხმა გარკვევით გესმით, უნდა შეამციროთ ის იქამდე, ვიდრე ხმა თითქმის გაურკვეველი გახდება. ნახეთ სრულად