5 საკვები, რომლის შენახვაც მაცივარში არ შეიძლება

მაცივარი

დასახელდა ხუთი გავრცელებული საკვები, რომელიც არასოდეს უნდა შეინახოთ მაცივარში , წერს express.co.uk .

ნიორი

პროფესორ გემეროს თქმით, მის შესანახად საუკეთესო ადგილი საკუჭნაოა დაახლოებით 15 გრადუს ტემპერატურაზე. თუ ნიორი მაცივარში ინახება, შეიძლება მწარე გემოსი გახდეს. ნივრის შენახვის ვადის გასაზრდელად მისი შენახვა შესაძლებელია ზეთში. ასევე, შეგიძლიათ გაყინოთ.

პური

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, პურის მაცივარში შენახვა იწვევს „ხარისხის დაკარგვას მისი ტექსტურის და გემოს თვალსაზრისით“. მისი თქმით, პურის შენახვის საუკეთესო მეთოდია ოთახის ტემპერატურაზე სუფთა სამზარეულოს პირსახოცში გახვეულ ქაღალდის პარკში.

შოკოლადი

სიცივე გავლენას ახდენს მის სირბილეზე. პროფესორმა განმარტა, რომ ტემპერატურის უეცარი ცვლილებები ცვლის შოკოლადის ტექსტურას. უმჯობესია შეინახოთ იგი გრილ ადგილას, პირდაპირი სინათლისგან მოშორებით, თავდაპირველ შეფუთვაში ან ჰერმეტულ კონტეინერში.

ბანანი - თუ მაცივარში ნაადრევად შეინახავთ, ბანანი შეიძლება გამკვრივდეს და უგემოვნო გახდეს.

ყავა - როგორც მთლიანი მარცვლები, ასევე დაფქული ყავა შთანთქავს ტენიანობას და კარგავს არომატს და გემოს. ყავის შესანახად საუკეთესო ადგილია ჰერმეტულ კონტეინერში გრილ, მშრალ ადგილას.