ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1736185139
შებერილობა შეიძლება იყოს მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც ზოგჯერ მწვავე სიმპტომებს იწვევს. გასტროენტეროლოგი გვირჩევს, ჩავრთოთ კვების რაციონში პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ მდგომარეობის შემსუბუქებას.
ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი შეიცავს აქტიურ ნაერთებს – გინგეროლსა და შოგაოლს, რომლებიც აძლიერებენ კუჭის წვენისა და ნაღვლის სეკრეციას.
ასევე, ჯანჯაფილს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.მას აქვს კარმინატიული მოქმედება, რაც ხელს უწყობს ნაწლავებში გაზების გამოდევნას.
ანანასი
ანანასი შეიცავს ბრომელაინს, რომელიც ხელს უწყობს ცილების დაშლას და მონელების პროცესს.
ანანასის მაღალი წყლის შემცველობა და ბოჭკოვანი ნივთიერებები ხელს უწყობს ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესებას.
პიტნის ჩაი
პიტნის ჩაი აქრობს კუჭ-ნაწლავის სპაზმებს და აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას.
მენთოლი, რომელიც პიტნის ჩაიში შედის, დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
იოგურტი და სხვა რძემჟავა პროდუქტები
ეს პროდუქტები შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო, ისე საზიანო შებერილობისთვის:
დადებითი მხარე: ისინი შეიცავენ პრობიოტიკებს, რომლებიც აუმჯობესებენ ნაწლავების მიკროფლორას.
უარყოფითი მხარე: ლაქტოზისა და დამატკბობლების არსებობამ, ან ზედმეტმა მოხმარებამ შეიძლება უკუჩვენებები გამოიწვიოს.
ბანანი
ბანანი მდიდარია კალიუმით, რაც ხელს უწყობს სითხის გამოყოფას ორგანიზმიდან.
ის ასევე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ნაწლავებს დამცავ ეფექტს აძლევენ.რეკომენდებულია დღეში 1-2 ბანანის მიღება.