5 ნივთი, რომელიც არასდროს უნდა გაირეცხოს ცივ წყალში

სარეცხი მანქანა

ცივ წყალს თავისი დანიშნულება აქვს ტანსაცმლის რეცხვისას. 

ცივი ტემპერატურა ინარჩუნებს ზოგიერთი ქსოვილის სტრუქტურას, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს „დეზინფექცია“ რეცხვისას.

ცნობილია, რომ თუ არ რეცხავთ დელიკატურ ან ფერად ნივთებს, ყველა სახის რეცხვისთვის უნდა აირჩიოთ თბილი ან ცხელი წყალი.

ექსპერტმა გამოყო ხუთი სახის ნივთი, რომელიც, ცივ წყალში არასოდეს უნდა გაირეცხოს.

ძალიან ბინძური ნივთები

ძლიერად დაბინძურებული ტანსაცმლის რეცხვისას, უმჯობესია გამოიყენოთ ცხელი წყალი, რათა ლაქები მოაშოროთ. ცივი წყალი არ არის ეფექტური ჭუჭყისა და მტვრის მოსაშორებლად, რადგან სარეცხი საშუალება არ მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე.

პირსახოცები და თეთრეული

მიუხედავად იმისა, რომ ცივ წყალში რეცხვა ზოგავს ენერგიას, ეს ტემპერატურა არ მოკლავს ბაქტერიებს და მტვერს არ ამოიყვანს პირსახოცებიდან და თეთრეულიდან.

ნივთები, რომლებიც საჭიროებენ დეზინფექციას

თუ თქვენს ოჯახში ვინმე დაავადდება, თქვენ უნდა გარეცხოთ ყველა ტანსაცმელი, ვისთანაც შეხება ჰქონდა ამ ადამიანს, რათა გაანადგუროთ მიკრობები.

თეთრი და მსუბუქი ქსოვილები

ექსპერტი ამბობს, რომ უმჯობესია თეთრი და ღია ფერის ქსოვილები გარეცხოთ თბილ ან ცხელ წყალში და არა ცივში, რათა ლაქები კარგად მოშორდეს.

ნაქსოვი და სინთეტიკური ქსოვილები

„ნაქსოვი ტანსაცმლის ეფექტურად გარეცხვა ცივ წყალში რთულია, რადგან ქსოვილზე სარეცხი საშუალებები ნარჩენებს ტოვებს, რომელიც სათანადოდ არ იშლება. იგივე ეხება სინთეზურ ბოჭკოებს", - ამბობს ექსპერტი.