წვიმა და ძლიერი ქარი - 5 აპრილამდე მოსალოდნელი ამინდი ქვეყნის მასშტაბით
1775210636
შვილის სიყვარულს მშობლები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ, ზოგიერთი კი თავის პატარას ტუჩებშიც კოცნის, რაც ყოველთვის მწვავე დისკუსიის საგანია. ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვებმა ოჯახურ გარემოში თავი დაცულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ, მაგრამ ტუჩებზე კოცნა არ არის საუკეთესო იდეა მშობლების სიყვარულის გამოსახატავად.
3 მიზეზი, რატომ არ უნდათ აკოცოთ შვილს ტუჩებში
როგორც ფსიქოლოგი შარლოტა რეზნიკი განმარტავს, ტუჩები და პირი ბავშვის სხეულის პირადი საზღვრებია. როდესაც ბავშვს ტუჩებში კოცნით, თქვენ აჩვენებთ, რომ მისი სხეულის საზღვარი ღიაა და რომ ვინმეს შეუძლია უპრობლემოდ შემოიჭრას მის ტერიტორიაზე. ზრდასრულ ასაკში ასეთ ბავშვებს უჭირთ „არას“ თქმა. ფიქრობენ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს მათი შეხების, მათი საზღვრების დარღვევის უფლება.
ექიმები და განსაკუთრებით სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ჩვენს პირში არსებობენ დიდი რაოდენობით სხვადასხვა მიკრობები, რომლებიც შეიძლება ზრდასრულისთვის სახიფათო არ იყოს, თუმცა სახიფათოა პატარებისთვის და სანამ ბავშვის იმუნური სისტემა განვითარების პროცესშია, ტუჩებში კოცნა ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. შარლოტა რეზნიკი გვაფრთხილებს, რომ ზოგიერთი საშიში ინფექცია შვილის ორგანიზმში ნერწყვის საშუალებით შეიძლება გადავიდეს.
ბავშვმა შეიძლება დაიწყოს ისე მოქცევა, როგორც თქვენ ასწავლეთ სახლში, თანაც ოჯახის წრის გარეთ. ასე მაგ.: აკოცოს სხვა ბავშვებს, ან უფროსებს ტუჩებში, როგორც თანაგრძნობის გამოხატვის საშუალება. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ისინი შეიძლება შეეცადონ გაიმეორონ იგივე ჟესტი სხვებთან, ამ ჟესტის ინტიმური მნიშვნელობის გაცნობიერების გარეშე, ამიტომ მშობლებს ურჩევს ბავშვს მხოლოდ ლოყაზე ან შუბლზე აკოცონ.
ასევე ნახეთ:
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება - დეტალები