3 კგ 3 დღეში - ყველაზე სწრაფი და ეფექტური დიეტა

დიეტა

მოცვის დიეტის საშუალებით ადამიანს შეუძლია სამ დღეში სამი კილო დაიკლოს. დიეტოლოგების რეკომენდაციით სასურველია, რომ ეს დიეტა სამ დღეზე მეტხანს არ გაგრძელდეს, რადგან ორგანიზმი გარკვეულ კილოგრამებს ძალიან სწრაფად იკლებს.

ამ პერიოდში თქვენი დიეტის კვების რაციონში წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროდუქტები:

ახალი მოცვი, კეფირი, უცხიმო არაჟანი (1-2 ჩაის კოვზი დღეში), უცხიმო ხაჭოსთან ერთად.

პირველი საუზმე: ნახევარი ჭიქა მოცვი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო 1 ჩაის კოვზ არაჟანთან ერთად, 1 ჭიქა კეფირი.

მეორე საუზმე: დიეტური კეფირის კოკტეილი (125 მლ) და მოცვი (ერთი ჭიქა).

სადილი: ნახევარი ჭიქა მოცვი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო 1 ჩაის კოვზ არაჟანთან ერთად, 1 ჭიქა კეფირი.

შუადღე: დიეტური იოგურტის კოკტეილი (100 მლ) და მოცვი (ნახევარი ჭიქა).

ვახშამი: დიეტური კეფირის კოკტეილი (125 მლ) და მოცვი (ერთი ჭიქა).

ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე ვჭამოთ 100 გრ ხაჭო (არაჟნით), ნახევარ ჭიქა მოცვთან ერთად ან კეფირის კოკტეილი (125 მლ) და მოცვი (ნახევარი ჭიქა).