1728312638
22 იანვარს ჩინური ახალი წელია - რა უნდა გააკეთოთ, რომ შავი კურდღელი არ გაანაწყენოთ
2023 წელს ჩინური ახალი წელი 22 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს შავი წყლის კურდღელი საბოლოოდ წაართმევს უფლებებს ვეფხვს და დაამყარებს თავის ძალაუფლებას. დღესასწაულზე, ჩვეულებრივ, უძველესი აღმოსავლური ტრადიციების დაცვაა საჭირო. ამისათვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება გააკეთოთ ამ დღეს.
ჩინური საახალწლო ტრადიციები უნდა დაიცვათ
ახალ წელს ჩინეთში სხვადასხვა თარიღით აღნიშნავენ, მის დადგომას მთვარის კალენდარი განსაზღვრავს და ზამთრის მზედგომის შემდეგ მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის აღინიშნება კვირის განმავლობაში დიდი პომპეზურობითა და ლამაზი რიტუალური ცერემონიებით.
ჩინელები ახალ წელს გაზაფხულის დასაწყისად მიიჩნევენ. დღესასწაულისთვის ისინი თავიანთ სახლებსა და ქუჩებს ამშვენებენ წითელი ფარნებით, ცქრიალა გირლანდებით, ცხოველთა ფიგურებით, რომლებიც სიმბოლოა მომავალი წლისთვის. სახლების კარზე იეროგლიფები იწერება ბედნიერი ახალი წლის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის სურვილებით.
ახალი წლის ღამეს ჩინელები იცვამენ წითელ და ოქროსფერ ახალ ტანსაცმელს, აწყობენ ფეიერვერკებს, კოსტუმირებულ მსვლელობას და დღესასწაულებს, ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს წითელ შეფუთვაში, ბავშვებსა და მოხუცებს - ფულს, წითელი კონვერტებით.
ჩვეულებრივია ტრადიციაა, სადღესასწაულო ვახშმის მოწყობა ოჯახთან ერთად, სუფრაზე ტრადიციული ჩინური კერძების განთავსებით: ხორცი, თევზი, როლები, პელმენი, გრძელი ლაფშა და ბრინჯის ბურთულები.
რა არ უნდა გააკეთოთ ჩინურ ახალ წელს
ჩინეთში ეს სიმბოლო ცხოვრების ახალი ციკლის დასაწყისს, კეთილდღეობასა და წარმატებებს ნიშნავს. ითვლება, რომ ამ დღეს უნდა გაერთო, ერთმანეთს კეთილი სიტყვები უთხრათ.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ მოწყენილი, არ იტიროთ, არ იყოთ სასოწარკვეთილი. მარტო ყოფნა ამ დღესასწაულზე ნიშნავს, რომ მთელი წელი უბედური იქნება. არ შეიძლება გინება და წყევლა, ჩხუბი და სხვა ადამიანების შეურაცხყოფა.
უიღბლობად ითვლება ახალი წლის ღამეს წამლების მიღება. ჩინელების აზრით, ეს ნიშნავს, რომ ავადმყოფობას მთელი წლის განმავლობაში ვერ მოიშორებ.
ახალი წლის შემდეგ სადღესასწაულო სუფრიდან არაფერი მიირთვათ, რომ მთელი წელი მშიერი არ დარჩეთ. და ასევე დღესასწაულზე, ჩინელებს არ გამოაქვთ სახლიდან ნაგავი, რათა მასთან ერთად წარმატებაც არ გაიტანონ.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888