ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საკომიტეტო შეხვედრები იმართება. ქართულმა მხარემ ასამბლეის წევრებს უკვე გააცნო ის ღირებულებები და მიზნები, რომლის გარშემოც ჩვენი ქვეყანა მუშაობას განაგრძობს.
კონკრეტულმა ჯგუფებმა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად უკვე გამოიყენეს, თუმცა დეზინფორმაციულ განცხადებებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სიმართლით უპირისპირდება.
„სამწუხაროდ, უკვე ეუთო-ს ფორმატში მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მიმართვა, რაც პრაქტიკულად ძირს უთხრის ეუთო-ს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურას. რაც ყველაზე ცინიკური და არაფრის მომცემია საერთაშორისო სამართლებრივად, ეუთო-ს მიერ საქართველოს არჩევნების აღიარებას ძალიან დიდ ზიანს აყენებს ეს დღის წესრიგი. საერთაშორისო პლატფორმებზე ამგვარი განცხადებები ერთადერთ მიზანს ისახავს, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუნარჩუნონ სიცოცხლე“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.