1764081739
აირჩიე კატა და გაიგე, როგორ ადამიანად გხედავენ სხვები - მარტივი ტესტი, რომელიც საკუთარ თავს სულ სხვა კუთხიდან დაგანახვებთ
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიფიქრია, როგორ ადამიანად აღგვიქვამენ სხვები. როდესაც სარკეში ვიხედებით, ჩვენსავე ანარეკლს ვხედავთ და თითქოს საკუთარ თავზე ბევრი რამ ვიცით. მაგრამ, როგორც წესი, ირგვლივ მყოფები ისეთ თვისებებს ხედავენ, რომლებზეც შესაძლოა, თავად არც დავფიქრებულვართ ან აღიარება არ გვსურდა. ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარ თავს განსხვავებული მხრიდან შეხედოთ. წესები ძალიან მარტივია. ფოტოდან აირჩიეთ ის კატა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. შემდეგ კი განმარტება წაიკითხეთ.

წითური კატა - № 1
თქვენი ნაცნობები დარწმუნებულები არიან, რომ მეგობრული ადამიანი ხართ. მსგავსი შთაბეჭდილება იქმნება, რადგან ყოველთვის თავაზიანი და მოღიმარი ხართ. ხშირად ადამიანებს ესალმებით და დიდი სითბოთი მოიკითხავთ. სუპერმარკეტში ან სხვა დაწესებულებაში როდესაც ნაცნობს დაინახავთ, თაროებს შორის კი არ იმალებით, არამედ მასთან მიდიხართ და სიყვარულით გამოელაპარაკებით. იცით თანაგრძნობა, მხარდაჭერა და დახმარება. თუმცა, საკმაოდ ფრთხილი ადამიანიც ხართ.
თეთრი, ფუმფულა კატა - № 2
ხალხი მშვიდ და თავშეკავებულ ადამიანად გიცნობთ. ხშირად მათ არც კი იციან, რა საიდუმლოს მალავთ. მხოლოდ თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფმა ადამიანებმა იციან, სინამდვილეში როგორი ადამიანი ხართ. ყველას გვსმენია, რომ პირველი შთაბეჭდილება ხშირად მატყუარაა. ეს ზუსტად თქვენზეა ნათქვამი. უცნობ ადამიანებს შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ ჩაკეტილი, ინტროვერტი ადამიანი ხართ. თუმცა, სინამდვილეში, ახლო მეგობრებმა ზუსტად იციან, რომ მსგავსი შეფასებებისგან შორს ხართ და დროის მხიარულად გატარება თქვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა.
ნაცრისფერი კატა - № 3
სხვების თვალში გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ. უბრალო ადამიანად აღგიქვამენ, ყოველგვარი პათოსისა და პრეტენზიის გარეშე. თუმცა, გარშემო მყოფები ფიქრობენ, რომ თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. თქვენ ზუსტად იცით, როგორ იცხოვროთ საკუთარი სიამოვნებისთვისაც და როგორ გააბედნიეროთ საყვარელი ადამიანები.
ჭრელი, მოღიმარი კატა - № 4
ადამიანები ფიქრობენ, რომ საკმაოდ მხიარული მეგობარი ხართ. ხანდახან არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებთ, რაც ხელს გიშლით, სრულად გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ამიტომაც, ბავშვობისდროინდელი ქცევები, ხასიათის თვისებები ზოგჯერ უნდა გააკონტროლოთ. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და მიაღწევთ იმას, რაც გსურთ.
კატა თეთრ და ნაცრისფერში - № 5ნამდვილ ინტელექტუალად გთვლიან. როცა ვინმე ნაცნობი კროსვორდის თავსატეხს ხსნის და პასუხები არ იცის, უნებურად თქვენზე ფიქრობს. ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის. გთვლიან ადამიანად, რომელმაც ყოველთვის იცის, რა და როდის უნდა თქვას. ამის პარალელურად, შესაძლოა პირადი ურთიერთობები გიჭირდეთ და სიყვარულის საკითხებში მარტივად ვერ უგებდეთ ადამიანს.











