პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის თანამშრომელს, მოწვეულ სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება ექნება, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცეს - „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, იოსებ ჯორბენაძე, გრეტა წიწავა და ირაკლი ხელაძე.