დიმიტრი ხუნდაძე ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ჰიბრიდული ომის ფორმა, რათა მოსახლეობა აქციონ ადვილად მართვად ბიომასად

დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს კონსტიტუციაში მკაცრადაა დაფიქსირებული ოჯახის განსაზღვრება - ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. სხვა სამართლებრივ ფორმას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ ცნობს და არც უნდა ცნობდეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ საკითხის კომენტირებისას.

მისი თქმით, ერთსქესიანთა ქორწინების აღიარება არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რათა მოსახლეობა იქცეს ბიომასად და მათი მართვა გამარტივდეს.

„ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ იმის მომსწრე, რომ გარკვეულ საფრთხეებს ვაფიქსირებდით, რასაც ჯერ უარყოფდნენ და შემდეგ ეს მათი განცხადებებითა და ქმედებებით დასტურდებოდა. ეს არის სწორედ ის, რასაც ვეწინააღმდეგებით და რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისათვის.

საქართველოს კონსტიტუციაში მკაცრადაა დაფიქსირებული ოჯახის განსაზღვრება - ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. სხვა სამართლებრივ ფორმას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ ცნობს და არც უნდა ცნობდეს, იმიტომ, რომ ეს არის გარკვეული ფორმა ჰიბრიდული ომის და მცდელობა იმის, რომ მოსახლეობა აქციონ ბიომასად, რათა შემდგომ ის იოლად მართვადი გახდეს. მოსახლეობა დაცლილი იყოს მორალისგან, ზნეობისგან, ოჯახური ფასეულობებისაგან, ტრადიციებისაგან. სწორედ ეს არის ბრძოლის მეთოდი, რაც დღეს, სამწუხაროდ, დასავლეთისგანაა შემოთავაზებული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.