მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა!
1763062800
პატარა ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ ჩაიხედოთ საკუთარ თავში. შეხედეთ სურათს და შეარჩიეთ ობიექტი, რომელიც, თქვენი აზრით, საუკეთესოდ განასახიერებს თქვენს ბავშვობას. არ არის აუცილებელი, რომ ეს მართლაც თქვენი მოგონებების ნაწილი იყოს.
ცხენი
ცხენი გვახსენებს ადრეულ ბავშვობას, როდესაც უმარტივესი რამ სიხარულში იყო. ეს არის სიამოვნების ერთ-ერთი შეგრძნება, რომელსაც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ვსწავლობთ.
თუ თქვენ შეარჩიეთ ცხენი, ეს შეიძლება მიუთითებდეს თქვენს ემოციურობაზე, მოუთმენლობაზე და სურვილზე, რომ ყველაფერი ერთდროულად მიიღოთ. მიდრეკილი ხართ ნოსტალგიისა და შინაგანი რხევებისკენ. მუდმივად გაქვთ ჭიდილი მშვიდობასა და მოქმედების სურვილს შორის.
საწოვარა
საქანელა ცხენის მსგავსად, საწოვარა არის ერთ-ერთი პირველი, რასაც ბავშვობაში გავეცნობთ და ეს სიამოვნებას და კომფორტს გვანიჭებს.
თუ თქვენ შეარჩიეთ საწოვარა, მაშინ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მიჰყვება ინსტინქტებს - თქვენ აფასებთ უბრალო სიამოვნებას და იცით, თუ როგორ უნდა ისიამოვნოთ მომენტენით. შეხება და ემოციური ინტიმური ურთიერთობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენ ასევე ღია და მოსიყვარულე ადამიანი ხართ. რაც მთავარია, თქვენ გაქვთ უკიდურესი მოთმინება: მაშინაც კი, თუ არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით, ცდილობთ ყველა დაამშვიდოთ.
ძაღლი და შინაური ცხოველები
ძაღლი სურათზე ერთადერთი „ცოცხალი" ობიექტია. შინაური ცხოველები, ისევე როგორც ბავშვები, საჭიროებენ ზრუნვას და ყურადღებას.
თუ თქვენ აირჩიეთ ძაღლი, მაშინ თქვენ ხართ პასუხისმგებლიანი, კეთილი და მზრუნველი ადამიანი. თქვენ იცით, როგორ გაიგოთ დაეხმაროთ სხვებს, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს თქვენი პრიორიტეტების შეწირვას.
ბურთი
ბურთი სიმბოლოა რეალობის. ის არის ნივთი, რომელიც მუდმივად მოძრაობს, უკონტროლო და არაპროგნოზირებადია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ და იყოთ მოქნილი.
თუ თქვენ აირჩიეთ ბურთი, მაშინ ხართ აქტიური, ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელსაც უყვარს ახალი ადგილების მონახულება, სცადეთ საკუთარი თავი სხვადასხვა რამეში. თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს შესაძლებლობებში, მაგრამ თქვენი გადაჭარბებული პერფექციონიზი ხელს გიშლით ბევრ რამეში.
სათამაშო
ეს სათამაშო იწვევს სინაზისა და სიმშვიდის განცდას, სიმბოლოა უსაფრთხოების გრძნობის. თუ თქვენ აირჩიეთ დათუნია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი კვლავ ცხოვრობს თქვენში - გულწრფელი და ღია მსოფლიოსთვის. ის სავსეა ენთუზიაზმით, შემოქმედებითობითა და თავდაჯერებულობით, მას შეუძლია გამოხატოს თავისი ემოციები შიშის გარეშე. გიყვართ ოცნება და შეგიძლიათ სილამაზის დანახვა უბრალო ნივთებშიც კი.
კონკტრუქტორი
კონსტრუქტორი კონცენტრაციისა და სიზუსტის სიმბოლოა. კონსტრუქტორი დეტალებზე ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ ასეთი ადამიანი კარგად ფოკუსირდება ამოცანაზე. ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება დაგეგმვასა და მიზეზ-შედეგობრივ აზროვნებას ავითარებს.კონსტრუქტორი ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი პროცესია. ვინც ამაში სიამოვნებას პოულობს, როგორც წესი, მოთმინებით გამოირჩევა.