ზვიად შალამბერიძე: ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზად არის, ისევე როგორც საქართველო იყო მზად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახალი ფურცლიდან დაიწყოს თანამშრომლობა

ზვიად შალამბერიძე

ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზად არის, ისევე როგორც საქართველო იყო მზად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახალი ფურცლიდან დაიწყოს თანამშრომლობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, როგორც კი ტრამპის ადმინისტრაციამ სხვადასხვა მიმართულებით წარმატებას მიაღწია, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობისკენ ნაბიჯების გადმოდგმა დაიწყო.

„ცალსახად ნათელია, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა ძალიან ცოტა დროში მოხდება. ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზად არის, ისევე როგორც საქართველო იყო მზად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახალი ფურცლიდან დაიწყოს თანამშრომლობა.

დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ხანში გარკვეული ოფიციალური ვიზიტების გაცვლა იქნება ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.