GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე მოსახლეობას აფრთხილებს
1770742291
აშშ-მა და აზერბაიჯანმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის“ ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი.
ცნობისთვის, სომხეთმა და აშშ-მა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას“ ხელი 2025 წლის იანვარში მოაწერეს.