ზვიად შალამბერიძე: ჩვენი აგენტურა ოპოზიცია მართლა მეცოდება, რომ მათი ერთადერთი მოსაჭიდებელი ჯო უილსონია

ზვიად შალამბერიძე

ჯო უილსონის ისევ გამოგორება საინტერესოა, რადგან ის კანონი რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, რომელსაც აპროტესტებს, მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის საელჩოს განცხადება ვიხილეთ, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე, მას სიმამაცე არ ეყო ან ინფორმაცია არ ჰქონდა.

„როგორც კი, ამერიკის საელჩომ განცხადება გააკეთა, იქვე გამოჩნდა ხავსს მოკიდებული და ხავსს მოჭიდებული პოლიტიკოსი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ჯო უილსონი რაიმე კანონპროექტებს ამზადებს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადდება, რომელსაც კანდელაკები და ძმანი-დანი მისნნი წარმოადგენენ და ეს პროექტი მასთან გაიგზავნება. ჯო უილსონი კი როგორც აქამდე, კანონპროექტს წაიკითხავს. როცა სჭირდებათ, ამ ადამიანს გამოაგორებენ ხოლმე. ჩვენი აგენტურა ოპოზიცია მართლა მეცოდება, რომ მათი ერთადერთი მოსაჭიდებელი ჯო უილსონია“, – განაცხადა შალამბერიძემ.