სუსი განცხადებას ავრცელებს - ვინ დააკავა უწყებამ
1785316039
ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ - ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს. ასევე დაშინების, კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" მართვასა და ორგანიზებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 პირი გუშინ დააკავა, 4-ს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.