რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
1785271510
აშშ-სა და საუდის არაბეთის ერთობლივი ავიაიერიშების შედეგად ერაყში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.
ირანის მიერ მხარდაჭერილ სახალხო მობილიზაციის ძალებში (PMF) განაცხადეს, რომ დარტყმები განხორციელდა ბაღდადის, ვასიტის, ნინევიის, ბასრის, ქირქუქის, ქარბალასა და დიალას პროვინციებში მდებარე სამხედრო ობიექტებზე. დაზიანდა რამდენიმე სამხედრო შტაბი, სატრანსპორტო საშუალება და სამხედრო ტექნიკა.
ავიაიერიშების საპასუხოდ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ალი ფალიჰ ალ-ზაიდიმ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
აშშ-სა და საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ოპერაცია ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებზე თავდასხმაზე პასუხი იყო. აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, ბოლო 72 საათის განმავლობაში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ 30-ზე მეტი იერიში განხორციელდა.