„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
სალომე ზურაბიშვილი არის ფსევდოდიპლომატი, რომელიც ღირსეულ და გამორჩეულ დიპლომატიურ კორპუსს არათუ დიპლომატიის დღეს არ ულოცავს, არამედ ლანძღავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ელჩებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!“
„სალომე ზურაბიშვილი ახალ მარგალიტს როცა იტყვის ხოლმე, გვგონია, რომ ეს ბოლოა და ამაზე მეტად ფსკერს დაბლა დაშვება არ მოხდება. ცოტა ხნის წინ საკუთარ ქვეყანას ოკუპანტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დააბრალა და ვიფიქრეთ, ამ ზღვარს ქვემოთ დაშვება როგორ შეიძლებაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართლები არ ვიყავით. ეს ადამიანი არის ფსევდოდიპლომატი, რომელიც ღირსეულ და გამორჩეულ დიპლომატიურ კორპუსს არათუ დიპლომატიის დღეს არ ულოცავს, არამედ ლანძღავს. მისი სიტყვათა წყობა ამაზრზენი და სამარცხვინოა. ალბათ, მალე მთელი საქართველო ერთმანეთს მიულოცავს, რომ ქვეყანას პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღარ ეყოლება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.