„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ბრიფინგით გამოეხმაურნენ "კოალიცია ცვლილების" წევრები. ოპოზიცია ბრძოლის გაგრძელებაზე და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა დანაშაულია და ეს კარგად იცოდნენ იმ ოპოზიციონერმა ლიდერებმაც, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას და მათ მიმართ არსებულ კითხვებს გაექცნენ.
"ზურა "გირჩი" ჯაფარიძემ თვითონ აირჩია იქ შესვლა, პირდაპირ ამბობდა, რომ არ გადავიხდი და ამიტომ შევალო, და შევიდა იმ ციხეში. რა დევნილობაზეა საუბარი, ვისი პოლიტიკური მოსაზრებები აქვს ჯაფარიძეს, რომ ჩვენ ვერ გადავფაროთ ახლა მისი პოლიტიკური მოსაზრებები?! კარგად ვიცით მისი პოლიტიკური მოსაზრებები და რა პოპულარობითაც, რა სახელითაც სარგებლობს ზურა "გირჩი" ჯაფარიძე. აქ საუბარი იმაზეა, რომ ამ ხალხმა ხელთათმანი ესროლა საქართველოს სახელმწიფოს, თავის დროზე ეს მელიამ გააკეთა და ახლა აჰყვნენ ეს დანარჩენები, ეგონათ, რომ სახელმწიფო სისტემა არ მუშაობს“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ზურა "გირჩი" ჯაფარიძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 7 თვე პატიმრობა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.