ჟაირ ბოლსონარუს, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისთვის, თავისუფლების 27 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

ნკ

 ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების 27 წლითა და სამი თვით აღკვეთა მიუსაჯეს.

BBC-ის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაადგინა, რომ ჟაირ ბოლსონარუ ხელმძღვანელობდა შეთქმულებას, რომელიც მიზნად ისახავდა მის ხელისუფლებაში დარჩენას მას შემდეგ, რაც მემარცხენე კონკურენტთან, ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან 2022 წლის არჩევნები წააგო. ბოლსონარო დამნაშავედ ცნეს ხუთ ბრალდებაში.

ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ოთხმა მოსამართლემ ცნო, ერთმა კი მის გამართლებას მისცა ხმა.

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ბოლსონარუს საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრა 2033 წლამდე აუკრძალა.

ყოფილი პრეზიდენტი ადვოკატები სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვენ, თუმცა, განაჩენს ვერ გაასაჩივრებენ, რადგან ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ მას ხუთიდან ორი მოსამართლე გაამართლებდა.