სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
მკვლელობაში ბრალდებულმა დეკარლოს ბრაუნ უმცროსმა ოჯახს განუცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილი ირინა ზარუცკაია ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, მატარებლით მგზავრობისას დანით იმიტომ მოკლა, რომ “გოგონა მის აზრებს კითხულობდა“.
მკვლელი 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსია. როგორც მოგვიანებით გაირკვა ის მანამდე 14-ჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულებში მონაწილეობისთვის. თუმცა, საპატიმროს გირავნობის გადახდის შემდეგ ტოვებდა.
ბრალდებულის დის განცხადებით, დეკარლოსი პარანოიდული შიზოფრენიკია.
ტრეისის თქმით, საკუთარი ძმა მას 2022 წელს დაესხა თავს. უთანხმოების დროს უკბინა და სახლის კარი ჩაამსხვრია.
მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი ციხეშია ჩაწერილი. აუდიოჩანაწერის მიხედვით, ბრაუნი ეუბნება დას, რომ „მის სხეულში არსებულმა რაღაცამ“ აიძულა ირინას მოკვლა.
შემთხვევა აშშ-ში 28 აგვისტოს მოხდა. მატარებელში, სამგზავროდ ასულ უკრაინელ ირინა ზარუცკას მის უკან მჯდომი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მან მოულოდნელად ბასრი საგანი ამოიღო და 23 წლის ირინას ყელის, გულმკერდის არეში სამჯერ ჩაარტყა.
უკრაინელი ლტოლვილი გარდაიცვალა. დონალდ ტრამპმა დამნაშავის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა.