როდის გამოიდარებს ქვეყანაში - ამინდის განახლებული პროგნოზი

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)"

გამოდარებას რაც შეეხება, 15 სექტემბრიდან უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.