სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დღეს წარუდგენენ.
ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, გუშინ, წყნეთში, სწორედ იმ სახლში დააკავეს, რომელიც დეკლარაციით გასხვისებული უნდა ჰქონოდა. სამართალდამცავებს ექს-მინისტრი ადგილზე შეუძლოდ დახვდათ. მისი განმარტებით, რამდენიმე დღის წინ თავის ტვინის შერყევა მიიღო და სამართალდამცავებმა ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც სამხედრო უწყებას 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გამოძიების ინფორმაციით, ვერ ასაბუთებს ესპანეთში, ქალაქ მალაგაში ნაყიდი სახლის ფულის წარმომავლობას, თუმცა მცდელობა ჰქონდა, რომ ნახევარი მილიონი ევრო წყნეთის სახლის ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებით გაემართლებინა.
საერთო ჯამში, ამ ეტაპზე საუბარია მილიონ 600 000 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე.
საქმეში დევს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ოთხ მილიონ ლარად შეძენის დოკუმენტაციაც, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელობამ ქართულ ჯარს 1 400 000 ლარის ზიანი მიაყენა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.