ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის - გაერო
1788464895
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ გაიყვანს თავის ჯარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან.
„თუ რუსეთი ჩვენი ჯარების ჩვენივე ტერიტორიიდან გაყვანის პირობებს აყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ცეცხლის შეწყვეტა და არ სურთ ომის დასრულება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ჩვენი ჯარების ჩვენი ტერიტორიებიდან გაყვანას არავინ აპირებს, ეს ჩემი, ჩვენი სამხედროების კონსტიტუციური ვალია... არანაირი ულტიმატუმი, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს“, - დასძინა მან.