ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„თუ სამართლებრივი მტკიცებულება არ გქონდათ და აღმოჩნდა, რომ არ გაქვთ, მაშინ რა იყო მიზეზი გარდა იმისა, რომ მომხდარი დისკრედიტაცია საქართველოს ეკლესიის“, - ასე მიმართა ,,ხალხის ძალის’’ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა სახალხო დამცველს პარლამენტის პლენარული სხდომაზე.
როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველს არ ჰქონდა არანაირი არგუმენტი, როდესაც სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.
მისი შეფასებით, სახალხო დამცველის მიზანს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენდა მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია, როგორმე, მათ ეჩვენებინათ, რომ საპატრიარქოს დიდი ძალაუფლება გააჩნია, ვიდრე სხვა კონფესიებს.
„მე არ მგონია, თქვენ და თქვენს უწყებას არ სცოდნოდა საქართველოს მინიმალური ისტორია, რომ ეკლესია-მონასტრები ისტორიულად, სწორედ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას გააჩნია. ამ კანონში, სწორედ ეს ეწერა, რომ ისტორიულად, სადაც იყო ეს ნაგებობები, იმის მიღმა, თუ იყო სატყეო მიწები, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. მაშინ, რა იყო თქვენი მიზანი? ის, რომ დავუშვათ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებლური ეკლესიის, რომ როგორმე გეჩვენებინათ, საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი უფლებები, ვიდრე სხვა კონფესიებს. პროცესზე ერთი პრაქტიკული მაგალითიც ვერ იყო მოცემული, რომლის გამოც ეს საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა. თუ ეს სამართლებრივი მტკიცებულება არ გქონდათ და აღმოჩნდა, რომ არ გაქვთ, მაშინ რა იყო მიზეზი გარდა იმისა, რომ მომხდარი მცდელობა დისკრედიტაციისა ზოგადად საქართველოს ეკლესიის,’’ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.