რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ადამიანები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
1740341508
„ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, პატრიარქის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში, პატრიარქის ქადაგების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისევე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას სამყარო, მაგრამ, მადლობა უფალს ჩვენი ეკლესიის ლოცვით ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ“, - განაცხადა პრემიმერმა.