ყველა მეტ-ნაკლებად ხედავდა, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის არასამთავრობოები ჩართული იყვნენ არა მათ ძირითად საქმიანობაში, არამედ უფრო მეტად ლობიზმში - ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკაში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართული ადამიანი ხედავდა, რომ თანხები აშკარად არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყვნენ არა მათ ძირითად საქმიანობაში, არამედ უფრო მეტად ლობიზმში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძეს კითხვა დაუსვეს ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდობით ევროს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამისი კონტროლის გარეშე“.

დეპუტატის თქმით, ფული იხარჯებოდა ანტილობიზმში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კონკურენტების ან მოწინააღმდეგეების გაშავება ხდებოდა.

„ეს სიახლე არ არის, დამერწმუნეთ, მომავალში ასეთი უფრო მეტი ამბავი გაცხადდება“, – განაცხადა სამხარაძემ.