გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ყოველდღე ვაკვირდებით, შს სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო სტანდარტზე კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს დებენ, როდესაც სიცოცხლის ფასად დაზიანებას ითმენენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცავები ცდილობენ აქციაზე რადიკალურად განწყობილი პირების წინააღმდეგ პრორციული ძალები გამოიყენონ.
„ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო სტანდარტზე კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს დებენ პირდაპირი გაგებით, როდესაც ისინი პრაქტიკულად ითმენენ თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად დაზიანებას. დაზიანების შემდეგ ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად პროპორციულზე პროპორციული ძალები გამოიყენონ ამ რადიკალურად განწყობილი რამდენიმე ათეული თუ ასეული ახალგაზრდის თუ არაახალგაზრდის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო საზოგადოებაც აკვირდება, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო, არის შემდგარი.
ჩვენ კარგად ვიცით მათ შორის, ამერიკაში როგორ ხდება აგრესიულად განწყობილი აქციების დაშლა, ამერიკის პრეზიდენტი რას ამბობს ძალადობრივ აქციაზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დაშლა და კანონი არ იცავს ძალადობრივ აქციებს და ა.შ. საფრანგეთში საერთოდ ძაღლები მიუშვეს და ადამიანები გარდაიცვალნენ აქციის დაშლის დროს, ასზე მეტი დაშავდა და ა.შ. გამომზეურდა უკვე, აშკარა გახდა რადიკალების მიზანი, რომ არის არა მშვიდობიანი აქცია, არამედ ძალადობრივი რევოლუცია, რაც არ გამოუვათ მაგრამ აქვთ მცდელობა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.