ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
1736624391
"ქართული ოცნება" გიორგი გახარიას იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც მან ერთ-ერთ ტელეეთერში პია კაუმასთან დაკავშირებით გააკეთა. ექსპრემიერმა თქვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეცდომაში იყო შეყვანილი, თუმცა გიორგი გახარია საქართველოში მაღალი დონის ოფიციალური პირების ჩამოსვლას მხოლოდ ამ მიზეზით არ ხსნის - ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტია ქვეყანაში მსგავსი ვიზიტების განხორციელებისთვის თანხებსაც იხდის.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, ამ განცხადებით, გიორგი გახარიამ პია კაუმა პირდაპირ კორუფციაში დაადანაშაულა. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ მიზეზი მარტივია - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანაში საკუთარი ინიციატივით, საქმიანი შეხვედრებისთვის ჩამოდიოდა, ეს კი, "ქართული ოცნების" შეფასებით, ოპოზიციის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
რის საფუძველზე გააკეთა გიორგი გახარიამ ეს განცხადება? - მის გუნდში კონკრეტულს არაფერს ამბობენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ პია კაუმას დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით კითხვები ამ დრომდე არსებობს. შეთქმულების თეორიას უწოდებენ გახარიას ნათქვამს იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც ეუთოს წარმომადგენელს ვიზიტის გადადებისკენ ოფიციალური წერილით თავადაც მოუწოდეს, თუმცა დღეს ამბობენ, რომ გადაწყვეტილება კაუმამ, მოგვიანებით, დამოუკიდებლად შეცვალა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის თავდასხმის ობიექტია ყველა ის ოფიციალური პირი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობს - საქმიან შეხვედრებსა თუ გაფართოებულ ფორმატებში. უმრავლესობაში არგუმენტად კონკრეტული ფაქტებიც მოჰყავთ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში 8 იანვარს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ვიზიტი გადაიდო. პია კაუმამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილიც გამოუგზავნა. ამას კი წინ, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, არაერთი მოწოდება უძღოდა.