პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყოფილი მოსამართლე მაკა გველესიანი 25 მარტს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მაკა გველესიანი დეტალურად საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მიზეზებზე და ცრუ ბრალდებებს ეხმაურება, თითქოს ქვეყნიდან გაიქცა.
"აღნიშნულ ინფორმაციას მე ვაწვდი საზოგადოებას და არა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ისედაც იცოდნენ სრული სიმართლე ჩემს შესახებ და ერთი თვის განმავლობაში, რაც სიუჟეტს ამზადებდნენ, მხოლოდ ამის მოფიქრება შეძლეს. 2021 წლის თებერვალში, ჩემს ერთ-ერთ შვილს დაუდგინდა აუტოიმუნური დაავადება, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მედიკამენტების მიღებას საჭიროებს. მალევე მოვიგეთ აშშ-ს „მწვანე ბარათი“. ვინაიდან ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების სრულყოფილი გამოკვლევა ვერ ხერხდება საქართველოში, გადავწყვიტეთ გამგზავრებულიყავით აშშ-ში ვიზის მიღების შემდეგ. ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც ქვეყნიდან გაქცევას და არც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმართ. ჩემი მოსაზრებით, ჟურნალისტებს ეტყობოდათ, რომ სრულად იყვნენ ინფორმირებული ვიზების, ჩემი გამგზავრების მიზეზებისა და ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ და მიუხედავად აღნიშნულისა, ცდილობდნენ ტყუილებზე აქცენტების გადატანით მათთვის სასურველი რეალობის შექმნას. მათ არ უცდიათ ჩემთან დაკავშირება. ჩემთვის მუდმივი დედობის სტატუსია, მოსამართლეობა კი დროებითი თანამდებობაა, ამიტომ მე როგორც მშობელმა, ჩემი შვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩემი მოსაზრებით ყველა მშობელი მიიღებდა" - წერს ყოფილი მოსამართლე მაკა გველესიანი.