UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო „შუა დერეფნის“ განვითარების ფარგლებში ერთიანი გრძელვადიანი სატარიფო მოდელის შექმნაზე მუშაობენ, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა, ხმელთაშუა ზღვის გადაზიდვების კომპანიის (MSC) ვიცე-პრეზიდენტთან, ედუარდ სიგრისტთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ერთიანი ტარიფის მოდელის შემუშავების გარდა, მხარეები ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის კასპიის ზღვის სატვირთო ფლოტის გაფართოებას, აზერბაიჯანთან ერთობლივი დრენაჟის ოპერაციებს და კურიკის პორტის მოდერნიზაციას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონტეინერიზაციის გაზრდას, რაც, სავარაუდოდ, ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს.
თოყაევმა დადებითად შეაფასა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კონტეინერმზიდი კომპანიის ყოფნა ყაზახეთის ბაზარზე და აღნიშნა, რომ „შუა დერეფნის“ განვითარება ამჟამად ქვეყნისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია.
ყაზახეთის პრეზიდენტი ასევე მიესალმა კომპანიის ინტერესს კასპიის სანაპიროზე პორტის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის მარშრუტის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების მოცულობის ზრდას.
თავის მხრივ, სიგრისტმა წარმოადგინა კომპანიის გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმები ყაზახეთში, რაც მოიცავს ინვესტიციებს ლოჯისტიკური ტერმინალებში, რკინიგზის აქტივებში, პორტის ინფრასტრუქტურაში, საზღვაო მომსახურებასა და საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში.