1792612078
ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, რათა გაამყარო ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს - პრეზიდენტი
ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ სეპარატისტ ლიდერებთან ერთად ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებების“ ხელმოწერას.
„ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, – წერს პრეზიდენტი.
ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1792611762
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1792610518












