„მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას მივულოცო“ - რა ინფორმაციას ავრცელებს კალაძე

კახა კალაძე

„მზიურის“ ტერიტორია ფართოვდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა დედაქალაქის მოსახლეობას მივულოცო და ყველა იმ ახალგაზრდას, იმ ადამიანს, რომელიც მზიურის პარკით სარგებლობს - მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით, 18 000 კვადრატული მეტრია. 

ეს ტერიტორია პირდაპირ მზიურის პარკის გაყოლებაზეა, რომელიც დღეს ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ გარკვეული სამუშაოების წარმოება, შეუძლებელია, რადგან  იყო კერძო საკუთრება. თუმცა, მოლაპარაკებების შედეგად, კერზო მესაკუთრესთან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა მოხდება. მთავრობაზე  ეს საკითხი უკვე გავიტანეთ, გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული.“ - განაცხადა კალაძემ.

ნახეთ ვრცლად ↓