ვთხოვ ქართულ საზოგადოებას, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით და რაც მთავარია, მაღალი პოლიტიკური სტანდარტითა და კულტურით, რაც ჩვენ კარგად გამოვიმუშავეთ, მიიღონ ინფორმაციები - ნინო წილოსანი სუს-ის განცხადებაზე

ნინო წილოსანი

კიდევ ერთხელ ვთხოვ ქართულ საზოგადოებას, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით და რაც მთავარია, მაღალი პოლიტიკური სტანდარტითა და კულტურით, რაც ჩვენ კარგად გამოვიმუშავეთ, მიიღონ დეზინფორმაციული ინფორმაციები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, რომელიც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბევრი ფაქტორი მიგვანიშნებს იმას, რომ არჩევნების შემდეგ, ანუ 27 ოქტომბრიდან აპირებენ ისინი ძირითად აქტიურობას. ასევე, როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, არ გამოირიცხება და არის კონკრეტული მიმანიშნებელი ფაქტორები, რომ წინასაარჩევნოდაც აპირებენ ემოციებისა და ტემპერატურის ადუღებას. გამოუშვებენ ფეიკ ინფორმაციებს - იქნება ეს ხელოვნური ინტელექტით დამზადებული კადრები თუ ჩანაწერები, რომელიც ვიცით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო რეალობაში გამოიყენება, რათა დეზინფორმაცია გაავრცელო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ქართულ საზოგადოებას, რომ მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით და რაც მთავარია, მაღალი პოლიტიკური სტანდარტითა და კულტურით, რაც ჩვენ კარგად გამოვიმუშავეთ, მიიღონ ამგვარი ინფორმაციები“, - აღნიშნა წილოსანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.