ევროკავშირმა უნდა აჩვენოს გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

"ნამდვილად სიმართლის დროა ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო აქტორობის სანდოობისა და ლეგიტიმაციისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„ამ სტრატეგიულ მომენტში ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის „ტვიტს“ აზიარებს, რომელშიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე წერს: „ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი შეფასებას მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ევროპულ კომისიასთან ერთად განიხილავს. „ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი” თვლის, რომ იმ დროს, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზეა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“.

 

ასევე ნახეთ: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს - ირაკლი ღარიბაშვილი