ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს - ირაკლი ღარიბაშვილი

irakli garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს და რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია.

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში (GLOBSEC 2022). მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია, თან იმავდროულად შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ასევე ნახეთ:

👉 ისტორიული დღის ფოტორეპორტაჟი - მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოს მიწის ნაკვეთი გადაეცა