ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
გიორგი ვოლსკის შეფასებით, შობის თარიღებით სპეკულაცია ხალხის დაყოფასა და დაპირისპირებას ემსახურება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების ფენის შექმნა სურს, რომელიც ყველაფერ ქართულს დაუპირისპირდება.
„7 იანვარი სწორედ ის კალენდრით დადგენილი დღეა, როდესაც შობას ზეიმობს ქვეყნების გარკვეული ნაწილი. სავსებით შეგნებით და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ დღეს. სააკაშვილმა ეს კარგად იცის, მაგრამ მისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას. საზოგადოების გარკვეული ფენის შექმნა არის მისი იდეა, რომელიც დაუპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართულია, რაც ტრადიციულია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს ქრისტიანული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად - 25 დეკემბერს.