1765569542
ვოლსკი „ალდეზე“: ნაცვლად იმისა, რომ ტერორიზმს გმობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას გმობდნენ, აქეთ კიდევ შემოგვიტიეს, რომ თურმე ტერორიზმი მართლაც მათთვის მთლად მისაღები არ არის, მაგრამ ღირსები ვართ
ნაცვლად იმისა, რომ ტერორიზმს გმობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას გმობდნენ, აქეთ კიდევ შემოგვიტიეს, რომ თურმე ტერორიზმი მართლაც მათთვის მთლად მისაღები არ არის, მაგრამ ღირსები ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „ალდესთან“ დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, ეს იგივე ხალხია, რომლებიც აქ იყვნენ ჩამოსულები და მიმართავდნენ შეკრებილ საზოგადოებას, რომ ექსტრემიზმია სწორედ საჭირო.
„ნაცვლად იმისა, რომ ტერორიზმს გმობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას გმობდნენ, აქეთ კიდევ შემოგვიტიეს, რომ თურმე ტერორიზმი მართლაც მათთვის მთლად მისაღები არ არის, მაგრამ ღირსები ვართ.
ეს იგივე ხალხია, რომლებიც აქ იყვნენ ჩამოსულები და მიმართავდნენ შეკრებილ საზოგადოებას, რომ ექსტრემიზმია სწორედ საჭირო, აუცილებელი და რომ საქართველოს უკრაინიზაცია უნდა მოხდეს. „ალდემ“ თავისი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ რისკენ მიგვითითებენ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თითქმის ყოველდღე მოუწოდებდა ALDE-ს, რომლის პოლიტიკური ოჯახის წევრია „ლელო“, გამოეხატა პოზიცია ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტის შესახებ. 9 დეკემბერს კი პაპუაშვილმა ამ თემაზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება“.
ამაზე ALDE-ში 11 დეკემბერს განაცხადეს, რომ ელისაშვილის ქმედებებს არ ამართლებენ.












