ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

" მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, "ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ".

„ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ: 

VIDEO: „ანეკდოტები მოვუყევი" - ბუბა კიკაბიძემ სააკაშვილი მოინახულა