პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
„დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან დღეს ექსპერტები უნდა შესულიყვნენ. გამიჩნდა იმედი, რომ თითქოს უკვე დაიწყო მოძრაობა ამ პროცესმა. იმის გამო, რომ გადასხმები უკეთდება მიხეილ სააკაშვილს და იმედი გაუჩნდა, ოდნავ მოფერიანდა კიდეც“, - თქვა გიული ალასანიამ.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა ის 9 ივნისისთვის გადაიდო - მისმა უფლებადამცველმა სასამართლო სხდომის დარბაზში განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც სასამართლომდე ტრანსპორტირების საშუალებას არ იძლევა და ვერც სხდომაზე შეძლებდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.