"არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე"- ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

პრეზიდენტი

"ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე. არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო მინიჭების საკითხზე საუბრისას, „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„კომისიის პირველი შეფასება, ალბათ იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, ამაზე შეიძლება, იყოს კრიტიკული. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ევროპული საბჭო მიიღებს, უფრო გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არა მხოლოდ შეცდომები, ზოგადად, იქნება საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს. მოსახლეობა მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე.

არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ბევრი სიტყვიერი თუ საქმით შეცდომების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უფრო მაღალ დონეზე და უფრო შორსმჭვრეტელი. დიდი ინტერესი არის ამ რეგიონის მიმართ, ამის მიზეზი იყო ერთ წელიწადში შარლ მიშელის ორჯერ ჩამოსვლა ამ ქვეყანაში. რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, ამ რეგიონის მნიშვნელობა იზრდება და მგონია, რომ ეს შეფასდება სათანადოდ, ამასაც ექნება თავისი გავლენა ბოლო გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ასევე ნახეთ: 

👉 სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს