ვნახეთ, როგორ მოიქცა ოპოზიცია ივნისში, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი, მაგრამ არ გავჩერდებით, ამ შედეგებს მივიყვანთ ბოლომდე - პრემიერი

irakli garibashvili

ვნახეთ, როგორც მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპული პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ამ შედეგებს მივიყვანთ ბოლომდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო ევროპული მიმართულებით სვლას აქტიურად აგრძელებს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობდით აქტიურად სავიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი. მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ვნახეთ, როგორც მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს, ევროპულ ქვეყნებს უნდა მიეღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, და ამ შედეგებს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.