ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

ბოჟაძე

რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან აპრილში 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა.

„ეს იმ ფონზე როცა იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეწყდა დაფინანსება Usaid-ის, Ned-ის და ახლა სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა აიღეს ეს ფუნქციები, თუმცა ჯიუტად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ელენე ხოშტარია დაფინანსებას და სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ოპოზიციას გარედან დაფინანსება და გარედან მხარდაჭერა, რაზეც რა თქმა უნდა საზოგადოება შესაბამის დასკვნის გააკეთებს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.