„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
არ დაგმეს, ძალადობა, არ დაგმეს ექსტრემიზმი და ახლა უკვე ტერორისტული აქტების ჩადენაზე გადავიდნენ მათი მხარდამჭერები, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“ „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსზე“ საუბრისას, რომლის წევრიც „ლელოა“.
„დუმან, რადგან, როგორც ჩანს, მათი წახალისებულია ასეთი ქმედებები. მათ არ დაგმეს, ძალადობა, არ დაგმეს ექსტრემიზმი და ახლა უკვე ტერორისტული აქტების ჩადენაზე გადავიდნენ მათი მხარდამჭერები. თქვენ იცით, რომ „ალდეს“ ჯგუფში არის მათ შორის „ლელო“ და ალეკო ელისაშვილი იყო „ლელოს“ საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
ალდე, იგივე „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ ჯერ ისევ დუმს და არაფერს ამბობს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ალდეს დუმილი პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმის აღიარებაა, რომ პოლიტიკური ალიანსი ტერორისტთან თანამშრომლობს.